среда, 15 июня 2011 г.

სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიცზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს გააჩნია რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროექტის აღწერაში.ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პროექტის გამოყენება პედაგოგების მიერ უნდა ხდებოდეს მიღწეული შედეგების გასააზრებლად: ყველა ეტაპზე მიმდინარე და შემაჯამებელი, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისას.
ძნელია ნახო კონკრეტული განსაზღვრება სასწავლო პროექტის, თუმცა ყველაზე ახლოს სასწავლო პროექტთან ე.წ. განვითარების პროექტის განმარტებაა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი გარკევულ დროში განსაზღვრული რესურსებით კონკრეტული საქმიანობებით გეგმავს არსებული მდგომარეობის შეცვლას სასურველი სიტუაციით.
აუცილებელი კომპონენტები თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის:
·         იდეა/პრობლემა/მიზანი
·         საქმიანობათა ერთობლიობა
·         განმხორციელებელთა ჯგუფი/გუნდი
·         რესურსები/ბიუჯეტი
·         დაწყების და დამთავრების დრო

სასწავლო პროექტის 4 ეტაპი შეიძლება განვიხილოთ:
1.      იდეის ჩამოყალიბება (დაგეგმვა)
2.      მომზადება
3.      განხორციელება
4.      შედეგების წარდგენა
 
წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მართვის მხრივ სასწავლო პროექტების რამდენიმე ფორმა არსებობს:
1. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს და აანალიზებს ინდივიდუალურად. მოსწავლეები ერთვებიან მხოლოდ ჩატარების პროცესში, როგორც შემსრულებლები.
2. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს, ატარებს და აანალიზებს, მოსწავლეები თანამონაწილეობით სრულდება სხვადასხვა ეტაპები.
3. მოსწავლეები აყალიბებენ იდეას, გეგმავენ, ამზადებენ, ატარებენ და აანალიზებენ. მასწავლებელი მონიტორინგს ახორციელებს და შეფასებების გადამოწმებას ახდენს.

четверг, 26 мая 2011 г.

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას....



 ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას


ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.





ეს მისწერეს კონსტანტინე გამსახურდიას პასუხად თავის ცნობილ ლექსზე ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას


ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ,
ო,რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე,შენი მუქარა,
გაჰყვა შარშანდელ ქარს.
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ.
...მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა თქვას...

iEARN



1. რა არის iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელი?
თანამედროვე სატელეკომუნიკაციო საშუალებები ფართო ასპარეზს იძლევა საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. დღეს უკვე წარმოუდგენელია, ზრუნავდე სკოლის განვითარებაზე და უგულებელყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ინფორმატიზაცია. მიუხედავად ამისა, სკოლაში თუნდაც ერთი კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენისთანავე უამრავი პრობლემატური შეკითხვა იჩენს თავს: “როგორ ავამოქმედოთ ეს საშუალებები?”, “როგორ ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში?”
iEARN (International Educational and Resource Network - საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი) ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით.
ქსელში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე სკოლა. პროგრამა თანაბრად სასარგებლოა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რადგან მკვეთრად ამაღლებს დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას
.
2. რა ფორმით მუშაობს iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი?
􀂃 სადისკუსიო ფორუმები;
􀂃 პროექტები (ონ-ლაინ);
􀂃 ვორქშოფები, სემინარები;
􀂃 შეხვედრები, ბანაკები;
􀂃 ყოველწლიური კონფერენციები;
􀂃 სხვა რეალური და ონ-ლაინ ღონისძიებები.
iEARN პროგრამის ფარგლებში მუშაობის ძირითადი ფორმებია ონ-ლაინ/ინტერნეტ პროექტები www.iearn.org/projects და ფორუმები http://foro.iearn.org. ქსელში გაწევრიანებული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება აქვთ, არა მარტო დაუმეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებსა და კოლეგებს, არამედ, გაუზიარონ მათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება. iEARN-ის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება საერთაშორისო ღონისძიებები (ბანაკები, ფორუმები, სამიტები, სემინარები, კონფერენციები) მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით.

3. სად მოვიძიოთ ინფორმაცია iEARN პროგრამის შესახებ?
iEARN ვებ-საიტის მისამართია: www.iearn.org

4. როგორ დავიწყოთ iEARN ქსელში მუშაობა?
ყველაზე გამოცდილი და ეფექტური გზა ქსელში მუშაობის დასაწყებად არის iEARN სპეციალურ სემინარში/ვორქშოფში მონაწილეობის მიღება.
შეარჩიეთ სკოლაში მასწავლებელი (ან სხვა დაინტერესებული პიროვნება, თუნდაც მოხალისე მშობელი ან უფროსკლასელი) და დააკავშირეთ პროგრამის წარმომადგენელთან.
ასოციაციაში «სკოლა-ოჯახი-საზოგადოება» iEARNN სემინარის ან კონსულტაციის წარმატებით გავლის შემდეგ სკოლა გაწევრიანდება საერთაშორისო ქსელში და მიეცემა საშუალება აქტიურად ჩაებას ინტერნეტ-ფორუმებსა და პროექტებში.
სემინარი ერთი ორდღიანი სესიისაგან შედგება, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული სკოლის (ორგანიზაციის) პედაგოგები გაეცნობიან სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად პრინციპებს, iEARNN პროგრამის მუშაობის სტრუქტურასა და პროცედურებს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას არსებული პროექტებისა და ახალი პროექტის ამოქმედების მეთოდების შესახებ.
ასევე, არსებობს iEARNN სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს პროექტებზე მუშაობის დასაწყებად, სასწავლო პროგრამაში პროექტების ინტეგრირებისათვის და სემინარის ჩასატარებლად. სახელმძღვანელოს ნახვა შესაძლებელია მისამართზე: http://www.iearn.org/professional/prof_handbook.html

5. რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო პროგრამაში სამუშაოდ?
იმისათვის, რომ ჩაერთოთ პროგრამაში, სკოლას უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი კომპიუტერი, რომელიც მიერთებულია ინტერნეტის ქსელთან.
iEARNN პროექტებსა და ფორუმებში ჩასართავად ერთი ასეთი კომპიუტერიც საკმარისია.
კომპიუტერული კლასის, სასკოლო ქსელის ან დამხმარე მოწყობილობების: სკანერი, ციფრული ფოტო-აპარატი, მიკროფონი, ვებ-კამერა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა სკოლამ მონაწილეობა მიიღოს ან თვითონ გახდეს ორგანიზატორი მრავალი საინტერესო ინტერნეტ-თანამშრომლობითი ინიციატივის.

6. ვის მივმართოთ iEARN პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
iEARN პროგრამის კოორდინატორი საქართველოში:
პაატა პაპავა (papava11@yahoo.com)
პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი:
პავლე თვალიაშვილი (siqaptv@gmail.com)

пятница, 20 мая 2011 г.

რა არის კრედიტი?


კრედიტი წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. კრედიტი პირობითი ერთეულია, რომელიც გამოხატავს იმ დროს, იმ საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს, რომლებიც სტუდენტს ამა თუ იმ კურსის/მოდულის/პროგრამის ასათვისებლად, შესაბამისი სწავლის შედეგების მისაღწევად სჭირდება.
სტუდენტის დატვირთვა, ECTS–ის მიხედვით, არის დრო, რომელიც სჭირდება ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა: ლექციები, სემინარები, პრაქტიკუმები, ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარის, შუალედური თუ საბოლოო გამოცდისთვის მზადება, რეფერატის, თარგმანის, პროექტის, პრეზენტაციის მომზადება, საწარმოო პრაქტიკა, საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომის შესრულება და სხვ.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტისა, რომელთა განაწილება დამოკიდებულია შესაბამის ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე (კურიკულუმზე), თავად სტუდენტის სარჩევანზე.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად?
დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 300/360 კრედიტისა, სპეციალობის გათვალისწინებით.

•    რამდენი საათია ერთი კრედიტი?
ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც . . საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას.

•    რამდენი კრედიტის საგნების არჩევის საშუალება აქვს სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის დროს?
სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციისას შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები არაუმეტეს 30 – 35 კრედიტისა. წლიურად არაუმეტეს 65 კრედიტისა. დამამთავრებულ სემესტრში 240 კრედიტის შესასრულებლად შესაძლებელია 40 კრედიტის აღება.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს მაგისტრანტმა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მაგისტანტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.

четверг, 5 мая 2011 г.

I love my cocer spaniel

ინგლისური კოკერ სპანიელი

 ინგლისური კოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვაWoodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. ინგლისური კოკერ სპანიელი მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.
 ხასიათი: კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით, მხიარულია, მეტად მოზომილი, მის მოგრძო ბეწვს და თათებზე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი 39-41 სმ. ძუ 38-39 სმ. წონა: 12,5-14,5 კგ. შეფერილობა: წითური, შავი, ორფეროვანი ან სამფეროვანი. წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი.





lesi da jesi


lesi 2 wlis win dabadebis dReze maCuqes iseTi mosiyvarule, mxiaruli da mzrunveli gamodga, rom yvelas ojaxis wevriviT Segviyvarda. axla mas ukve sacolec movuZebneT jesi J Tu vinmes gsurT ZaRlis SeZena da ver gadagiwyvetiaT romeli jiSi SeiZinoT girCevT kokers radgan Zalian Tbilebi arian da amasTan erTad niWierebic. lesis da jesis magaliTad simReris niWi aRmoaCndaT J

четверг, 14 апреля 2011 г.

ჩემი ლამაზი სახელი :)

ჩემი სახელი მსოფლიოში


n- nazi
i- interesiani
n- niWieri
o- organizebuli


Cemi saxelia nino Wkuaseli, var 20 wlis, davibade TbilisSi, warmoSobiT var guriidan. ნინო ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ- (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუცა, ნუცა, ნუციკო. მისგან ნაწარმოებია გვარი ნინოშვილი.
მე წმინდა ნინოს საპატივსაცემულოდ დამარქვეს ნინო. Cems ojaxSi EerTaderTi da ganumeorebeli nino var J Cems mSoblebs sjerodaT, rom bavSvs romelsac wmindanis saxeli qvia Tavisi mfarveli angelozis garda mfarveli wmindanic daicavs. bavSvobidan Zalian susti viyavi, amitom albaT CaTvales, rom mfarveli angelozis garda mfarveli wmindanic damWirdeboda J
წმინდა ნინოm 16 წლის ასაკში კაბადოკიიდან საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, ხოლო misi თმებით შეკრული ვაზის ჯვარი, ჩვენი ქვეყნის ერთერთი დიდი სიწმინდეა. ninooba saqarTveloSi aRiniSneba  27 ianvars da 1 ivniss. ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნეები ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმინდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ. გზა 13 ივლისს სრულდება მცხეთაში, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს. მსვლელობის მონაწილეები ხატებითა და ბაირაღებით დაივლიან ჯავახეთის და შემდეგ ქართლის სოფლებს. მათთან ერთად დადის სამღვდელოებაც. ინათლებიან ადამიანები, იკურთხება სახლები, სოფლები.


წმინდა ნინოს არაერთი ქართველი პოეტი უძღვნიდა ლექსებს:

ვაჟა-ფშაველა
წმინდა ნინო

სასახელოა ჩვენთვისა
დედათმთავარის დღეობა,
იმის წყალობით განმტკიცდა
ქართლში ახალი ზნეობა.
ვცანით იესო ქრისტესი
ჭეშმარიტის ღვთის ძეობა
და ქრისტეს სწავლა-მოძღვრების
სიდიდე, მძლეთამძლეობა.
ვინც ქრისტეს მცნება გვასწავლა,
ქართველთ გვწამს მისი ზნეობა.
იკურთხოს მისი სახელი,
იკურთხოს ნინოს მხნეობა.
ცამ მოანიჭოს ჩვენს ქალებს
სიდიდე ნინოს სულისა,
რომ შეძლონ ქვეყნის აღდგენა,
განკურნვა იმის წყლულისა;
ობლისა მოვლა, გამდლობა,
მოხელვა დაკარგულისა.
არ დაეკარგოს ამაგი,
ვინაც სამშობლოს უვლისა.
იკურთხოს დედათა ღვაწლი,
მადლი სწყალობდეს უფლisa.


ana kalandaZe
modioda nino mTebiT

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

ali da nino

saxeli nino cnobili aseve gaxda baTumSi siyvarulis qandakebis dadgmiT romelsac ali da nino  qvia. ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება, რომელიც ფოლადისგანაა დამზადებული, ბათუმის სანაპიროზე ქალაქის შემოსასვლელში დგას. 7 მეტრიანი სკულპტურა 8-დან 10 წუთის ინტერვალით მოძრაობს.  მისი ავტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ხელოვანი თამარ კვესიტაძეა. 2007 წელს skulpturam ვენეციის ბიენალეზე მოწონება დაიმსახურა. ქანდაკება მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და ერთიანობის simboloa.
qandakebas safuZvlad daedo yurban saidis romani, “ali da nino ”rodesac igi 1937 წელს, პირველად, ვენაში, დაიბეჭდა საუკუნის უკვდავ, სამიჯნურო წიგნად იქცა.  იგი ისეთ რომანებსაც კი შეადარეს, როგორებიცაა "რომეო და ჯულიეტა", "ქარწაღებულნი" და სხვები. ამ მომაჯადოებელი რომანის თანამდევი ეგზოტიკური უდაბნოს ფონია და მასში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე შეყვარებული წყვილის ამბავია მოთხრობილი, რომელთაც ყველაფრის მიუხედავად, ერთმანეთს არასოდეს უღალატეს.
        აზია და ევროპა, მუსლიმობა და  ქრისტიანობა, აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთთან თანაარსებობაშია კასპიის ზღვისპირა ქალაქ ბაქოში, სადაც სასკოლო ასაკის მქონე აღმოსავლელ ალი-ხან შირვანშირსა და დასავლელ ნინო ყიფიანს ერთმანეთი უყვარდება. მათი სიყვარული ისეთივე რთულია, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საზღვრის გაუქმება.
        მოქმედება ვითარდება I მსოფლიო ომისა და რუსეთის რევოლუციის პერიოდში, როცა აზერბაიჯანი დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. ალის უხდება არჩევანის გაკეთება, მამა-პაპისეულ რწმენა თუ ნინოსადმი სიყვარული ...
        "ალი და ნინო" "ათას ერთი ღამის ზღაპრებს" წააგავს და მისი დღის სინათლეზე გამოსვალაც, ალისა და ნინოს სიყვარულის მსგავსად საიდუმლოებებით არის მოცული. არსებობს ვარაუდი, რომ ეს რომანი ყურბან საიდის სახელით ერთობლივად დაწერეს ბაქოში დაბადებულმა და ევროპაში მცხოვრებმა ლევ ნუსიმბაუმმა და ავსტრიელმა ბარონესამ ელფრიდ ეჰრენფეისმა, მაგრამ რომელი თავი რომლის კალამს ეკუთვნის დღემდე უცნობია.  
        saxel ninos kidev uamravi cnobili matarebeli hyolia rogorebic arian: nino ramiSvili, nino WavWavaZe da a.S.