четверг, 26 мая 2011 г.

iEARN



1. რა არის iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელი?
თანამედროვე სატელეკომუნიკაციო საშუალებები ფართო ასპარეზს იძლევა საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. დღეს უკვე წარმოუდგენელია, ზრუნავდე სკოლის განვითარებაზე და უგულებელყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ინფორმატიზაცია. მიუხედავად ამისა, სკოლაში თუნდაც ერთი კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენისთანავე უამრავი პრობლემატური შეკითხვა იჩენს თავს: “როგორ ავამოქმედოთ ეს საშუალებები?”, “როგორ ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში?”
iEARN (International Educational and Resource Network - საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი) ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით.
ქსელში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე სკოლა. პროგრამა თანაბრად სასარგებლოა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რადგან მკვეთრად ამაღლებს დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას
.
2. რა ფორმით მუშაობს iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი?
􀂃 სადისკუსიო ფორუმები;
􀂃 პროექტები (ონ-ლაინ);
􀂃 ვორქშოფები, სემინარები;
􀂃 შეხვედრები, ბანაკები;
􀂃 ყოველწლიური კონფერენციები;
􀂃 სხვა რეალური და ონ-ლაინ ღონისძიებები.
iEARN პროგრამის ფარგლებში მუშაობის ძირითადი ფორმებია ონ-ლაინ/ინტერნეტ პროექტები www.iearn.org/projects და ფორუმები http://foro.iearn.org. ქსელში გაწევრიანებული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება აქვთ, არა მარტო დაუმეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებსა და კოლეგებს, არამედ, გაუზიარონ მათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება. iEARN-ის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება საერთაშორისო ღონისძიებები (ბანაკები, ფორუმები, სამიტები, სემინარები, კონფერენციები) მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით.

3. სად მოვიძიოთ ინფორმაცია iEARN პროგრამის შესახებ?
iEARN ვებ-საიტის მისამართია: www.iearn.org

4. როგორ დავიწყოთ iEARN ქსელში მუშაობა?
ყველაზე გამოცდილი და ეფექტური გზა ქსელში მუშაობის დასაწყებად არის iEARN სპეციალურ სემინარში/ვორქშოფში მონაწილეობის მიღება.
შეარჩიეთ სკოლაში მასწავლებელი (ან სხვა დაინტერესებული პიროვნება, თუნდაც მოხალისე მშობელი ან უფროსკლასელი) და დააკავშირეთ პროგრამის წარმომადგენელთან.
ასოციაციაში «სკოლა-ოჯახი-საზოგადოება» iEARNN სემინარის ან კონსულტაციის წარმატებით გავლის შემდეგ სკოლა გაწევრიანდება საერთაშორისო ქსელში და მიეცემა საშუალება აქტიურად ჩაებას ინტერნეტ-ფორუმებსა და პროექტებში.
სემინარი ერთი ორდღიანი სესიისაგან შედგება, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული სკოლის (ორგანიზაციის) პედაგოგები გაეცნობიან სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად პრინციპებს, iEARNN პროგრამის მუშაობის სტრუქტურასა და პროცედურებს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას არსებული პროექტებისა და ახალი პროექტის ამოქმედების მეთოდების შესახებ.
ასევე, არსებობს iEARNN სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს პროექტებზე მუშაობის დასაწყებად, სასწავლო პროგრამაში პროექტების ინტეგრირებისათვის და სემინარის ჩასატარებლად. სახელმძღვანელოს ნახვა შესაძლებელია მისამართზე: http://www.iearn.org/professional/prof_handbook.html

5. რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო პროგრამაში სამუშაოდ?
იმისათვის, რომ ჩაერთოთ პროგრამაში, სკოლას უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი კომპიუტერი, რომელიც მიერთებულია ინტერნეტის ქსელთან.
iEARNN პროექტებსა და ფორუმებში ჩასართავად ერთი ასეთი კომპიუტერიც საკმარისია.
კომპიუტერული კლასის, სასკოლო ქსელის ან დამხმარე მოწყობილობების: სკანერი, ციფრული ფოტო-აპარატი, მიკროფონი, ვებ-კამერა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა სკოლამ მონაწილეობა მიიღოს ან თვითონ გახდეს ორგანიზატორი მრავალი საინტერესო ინტერნეტ-თანამშრომლობითი ინიციატივის.

6. ვის მივმართოთ iEARN პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
iEARN პროგრამის კოორდინატორი საქართველოში:
პაატა პაპავა (papava11@yahoo.com)
პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი:
პავლე თვალიაშვილი (siqaptv@gmail.com)

Комментариев нет:

Отправить комментарий